ნუკრი ქანთარია: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვარამიას აწყობს რაღაც ჩანაწერი გაავრცელოს და გამოიტანოს წინა პლანზე

ნუკრი ქანთარიამ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელების საკითხზე „კვირას“ პრესკლუბში კომენტარი გააკეთა.
ქანთარია აუდიოჩანაწერის გამავრცელებლად ნიკა გვარამიას მიიჩნევს.
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვარამიას აწყობს რაღაც ჩანაწერი გაავრცელოს და გამოიტანოს წინა პლანზე. ის არც მალავს ამას, რომ რაც შეიძლება მეტი მავნებლობა გამოიტანოს წინა ხაზზე.
მას აქვს გარკვეული გეგმა შეთანხმებული ოდესასთან და არც მალავს ამას, რომ რაც შეიძლება მეტი მავნებლობა უნდა რომ ხელისუფლებას მოუტანოს. არ არის გამორიცხული, რომ ასეთ ხალხს უსმენენ, მაგრამ ეს არი ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოქვეყნდეს ეს ჩანაწერები ან რისი დამადასტურებელი და რისი მაქნისია ეს ჩანაწერები? სუს-ში ასეთი მოკლე ჭკუის ხალხი არ ზის, რომ ასეთი ჩანაწერები შეაგროვოს და სცადოს გამოქვეყნება.
ამას სჭირდება დამტკიცება და თუ ამას სამართალდამცველები იტყვიან, დაამტკიცებენ კიდეც“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები