უნგრეთში მოსახლეობამ მიგრანტების ჩასახლების წინააღმდეგ მისცა ხმა 

უნგრეთში კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 98%-მა ევროკავშირის იმ პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში 160 ათასი მიგრანტის განთავსებას ითვალისწინებს, აქედან 1 294 ადამიანი უნგრეთში უნდა ჩასახლდეს. ეს ადამიანები არიან ლტოლვილები სირიიდან, ერაყიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებიდან.
ამასთანავე რეფერენდუმში ამომრჩევლის 43%-მა მიიღო მონაწილეობა, მაშინ როდესაც კანონით აუცილებელი მინიმუმი 50%-ია. ამის გამო ოპოზიცია აცხადებს, რომ რეფერენდუმი არ შედგა.
თუმცა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ რეფერენდუმი შედგა. მან პირობა დადო, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, რომელიც რეფერენდუმის შედეგების შესრულებას სავალდებულოს გახდის.
რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნგრეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები