რომის პაპმა ბაქოში წირვა აღავლინა

​რომის პაპმა ფრანცისკემ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში წირვა აღავლინა. ის ასევე მეჩეთს ეწვია და ქვეყანაში არსებული ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს შეხვდა. ასევე, მოლაპარაკება გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.
​​რომის პაპმა კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ღვთის სახელით რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამართლება ყოვლად დაუშვებელია. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე პაპი აზერბაიჯანში რელიგიურ შემწყნარებლობას მიესალმა. მისი თქმით, ქვეყანაში შეიქმნა კარგი ურთიერთობები კათოლიკურ, მუსლიმანურ, მართლმადიდებლურ და იუდეურ სათვისტომოებს შორის.
აზერბაიჯანში ვიზიტამდე რომის პაპი თბილისში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები