ინდოეთში „ბოევიკები“ ინდოელ მესაზღვრეებს თავს დაესხნენ

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქაშმირის შტატის ქალაქ ბარამულაში „ბოევიკები“ ინდოელ სამხედროებს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ერთი ინდოელი მესაზღვრე დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა.  ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბარამულაში ინდოეთის სპეციალური ძალების შტაბბინა მდებარეობს, რომლის მიზანი „ბოევიკებთან“ ბრძოლაა. ინდოეთი პაკისტანს ადგილობრივი „ბოევიკების“ მომზადებაში და მათ შეიარაღებაში ადანაშაულებს. პაკისტანელი ამბოხებულები ქაშმირის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ისლამაბადი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ქაშმირი, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანია, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ორი ომის მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები