ლიბიაში ჰოლანდიელი ფოტოკორესპონდენტი მოკლეს

ლიბიის ქალაქ სირტში ჰოლანდიელი ფოტოკორესპონდენტი – ჯერონ ორლემანსი მოკლეს. ამის შესახებ ბელგიური გამოცემა „Knack“ იუწყება, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობდა. ჟურნალისტის დაღუპვის ზუსტი დეტალები უცნობია. ის, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოკლეს.
სირტი ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია. ის ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია. მიმდინარე წელს ლიბიის სამთავრობო ძალებმა, ამერიკული ავიაციის დახმარებით, ქალაქის უდიდესი ნაწილი აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები