კიმ კარდაშიანს პარიზში თავს დაესხნენ

ამერიკელ მოდელს და ტელეწამყვანს, კიმ კარდაშიანს პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ.  ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ მისმა წარმომადგენელმა აცნობა.
თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ, შეიარაღებულები იყვნენ და პოლიციელების ფორმა ეცვათ.
კარდაშიანი არ დაშავებულა, თუმცა „შოკი მიიღო“.  თავდასხმის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
კარდაშიანი პარიზში დედასთან და ორ დასთან ერთად მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები