ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება

შემოდგომიდან, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მილიონამდე ქართველი ცხოვრობს საქართველოს გარეთ და დასაკარგი ქართველები ჩვენ ნამდვილად არ გვყავს. ყველა პედაგოგი, ვინც ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ პროცესში, ეს ჩაეთვლება კრედიტებად და ეს ჩაეთვლება პედაგოგიურ საათებად”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა სკოლის 500 პედაგოგი დაესწრო, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები