საზარელი შემთხვევა ჯორჯიის შტატში – სამი წლის ბიჭმა წლინახევრის ძმა მოკლა

ჯორჯიის შტატში ცეცხლსასროლი იარაღით თამაშის დროს სამი წლის ბიჭმა წლინახევრის ძმა მოკლა. ტელეკომპანია “ფოქსნიუსის“ ცნობით, მცირეწლოვანს ტყვია თავის არეში მოხვდა. მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
იარაღი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნოდა, როგორც გაირკვა ბავშვი უფროსების თანდასწრებით თამაშობდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები