ვასილ მაღლაფერიძე: სააკაშვილმა თქვა ტყუილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მარცხს მოასწავებს

სააკაშვილმა თქვა ტყუილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მარცხს მოასწავებს! – ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ ერთ-ერთი შეფასების ინტერპრეტირება მოახდინა და ფაქტები შეგნებულად გადაასხვაფერა.
„სააკაშვილმა თქვა ტყუილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მარცხს მოასწავებს!
ცოტა ხნის წინ, სააკაშვილმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში იმარჯვებს, რაც ივანიშვილმაც აღიარა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის 30% უჭერს მხარსო.
თუმცა, სააკაშვილმა მოიტყუა და ფაქტები შეგნებულად გადაასხვაფერა. სინამდვილეში, ტელევიზორში რასაც ვუსმინეთ, ივანიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის 30% ისევ ფიქრობს, ხოლო 150-200000 მოქალაქე „ნაციონალებს“ უჭერს მხარსო.
ანუ 30% „ნაციონალებს“ კი არ უჭერს მხარს, არამედ ფიქრობსო! (ანუ ფიქრობსო, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმაო!). 150-200000 კი, რომელიც “ნაციონალებს“ უჭერს მხარს, არის 10-12%. ნებისმიერს შეუძლია, ჩანაწერები ნახოს და გადაამოწმოს რა თქვა ივანიშვილმა და როგორ გადაასხვაფერა მისი ნათქვამი სააკაშვილმა.
ანუ, სააკაშვილმა სცადა, რომ “ნაცმოძრაობის“ გამარჯვებაში დავერწმუნებინეთ გაყალბებული ფაქტებით, ვინაიდან იცის, რომ მისი პარტია მარცხდება. ამ “ჟულიკობას” სხვა ახსნა არა აქვს! ყველანაირი საფუძველი არსებობს იმ გონივრული ეჭვისთვის, რომ სააკაშვილის ეგზიტპოლიც ასეთივე ნაჩალიჩარი იქნება!
P.S. ორივე ჩანაწერი დევს ინტერნეტში და ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს. P.P.S. წესით ჟურნალისტებმა განუწყვეტლივ უნდა ჰკითხონ „ნაცმოძრაობის“ წევრებს, რის გადაფარვას ცდილობს სააკაშვილი ამ ტყუილით?!, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები