ტრამპი კლინტონთან მისი ოჯახური პრობლემების განხილვას აპირებს

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მის კონკურენტთან, დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონთან მომავალი დებატების დროს ჰილარის ოჯახური პრობლემების განხილვას აპირებს. ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა.
„ჰილარი კლინტონი აშშ-ის ისტორიაში ქალების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ შეურაცხმყოფელს გაყვა ცოლად”, – აცხადებს ტრამპი. ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის და მისი მდივნის მონიკა ლევინსკის სექსუალურ სკანდალს გულისხმობს.
ტრამპი აცხადებს, რომ კლინტონი იცავდა მეუღლეს მისი შეურაცხყოფის მიუხედავად. ეს “სერიოზული პრობლემაა ორივესთვის და ის ამის განხილვას გეგმავს.
„რესპუბლიკელების“ კანდიდატი აცხადებს, რომ ბილ კლინტონის საქციელი, რომელმაც ღალატი დროულად არ აღიარა, სახელმწიფო მოხელისთვის საკმაოდ უპასუხისმგებლოა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი განცხადებებით დონალდ ტრამპი აშშ-ის თეთრკანიანი ქალების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, რომელთა უმეტესობა როგორც წესი, „რესპუბლიკელებს“ უჭერს მხარს. ამასთანავე, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ტაქტიკის შერჩევისას ტრამპი დიდ რისკზე მიდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები