“ისე მომწონს თავისუფლად სუნთქვა, რომ მაღალ მატერიებს ვეღარ ვთხოვ ამ მთავრობას”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ახობაძე, რომელიც როგორც თვითონ აცხადებს, 2003-2012 წლებში თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, ფეისბუქში წერს, რომ 2012 წლამდე არჩევნებში შანტაჟის საფუძველზე აძლევდა ხმას.
მისი თქმით, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, არავის დაუძალებია მისთვის ხმის მიცემა და არც არავის უკითხია, თუ ვის მისცა მან არჩევნებზე ხმა.
“ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ: 2003-დან 2012-მდე სულ ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობდი. არ მახსენდება არცერთი არჩევნები, წინასწარ ერთი კვირით ადრე ყაზარმულზე რომ არ ამოვეკეტეთ.
ყოველდღე გვიტარდებოდა ინსტრუქტაჟი – დაახლოებით ამ ხასიათის: ოჯახის წევრები ყველას გყავთ, გაუფრთხილდით მათ და სანამ შემოხაზავთ, ხუთჯერ დაფიქრდით! და სანამ “კრება” დაიშლებოდა, “მეჟდუ პროჩემ” გვახსენებდნენ: – შენობაში სიგარეტი არ მოწიოთ, ხომ იცით, ყველგან, ყვეელგან კამერებია, იქაც კი, სადაც ხმას მისცემთო.
არჩევნებიც იქვე ტარდებოდა, რადგან ყაზარმულ რეჟიმზე ვიყავით!
“ოცნება” რომ მოვიდა, მახსოვს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, მგონი, (იგივე სამსახურში ვიყავი) და ყაზარმული კი არა, მეორე დღეს კაციშვილს არ უკითხავს ისიც კი, არჩევნებზე ვიყავით თუ არა.
P.S. არ ვიცი სამსახური მჭირდებოდა ესე ძალიან, თუ უბრალოდ, შიში მძლევდა, მაგრამ ყველა ჯერზე იმ საძულველ ხუთიანს ვხაზავდი მე!
რა ვქნა, ისე მომწონს თავისუფლად სუნთქვა, რომ მაღალ მატერიებს ვეღარ ვთხოვ ამ მთავრობას. აი, ასეთი მწირია ჩემი პოლიტიკური ხედვა, კრედო, მრწამსი და თუ გნებავთ-ფილოსოფია.
რა ვქნა ეხლა, ყავდეს “ოცნებას” რამდენიმე დეგენერატი, (მაპატიეთ და)- იმ ქვეშაჯვია ფაშისტებს ხომ ჯობია,
ძალით მაინც აღარავინ მიმერეკება იმ ყუთთან! ვსო”,- წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ნინო ახობაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები