პოლონეთში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელზეც ათასობით ადამიანი მივიდა.
აქტივისტებმა მოუწოდეს პოლონელ ქალებს გაფიცვა მომავალ კვირას მოაწყონ, რათა მათ უფლებების დარღვევისადმი ყურადღება მიიქციონ.
აბორტების აკრძალვის საკითხს ამჟამად პოლონეთის პარლამენტი განიხილავს. ორი კვირის წინ პოლონელმა დეპუტატებმა ეს საკითხი შესაბამის კომიტეტებს გადაუგზავნეს.
იმ შემთხვევაში, თუ ამ ინიციატივის მიხედვით კანონპროექტი შედგა, ის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა. გამოკითხვების მიხედვით, პოლონეთში გამოკითხულთა 75% აბორტების აკრძალვას მხარს უჭერს.
კანონის მიღების შემთხვევაში აბორტებთან დაკავშირებით პოლონეთის კანონმდებლობა კიდევ უფრი გამკაცრდება. დღეს ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ისედაც ყველაზე მკაცრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები