ჭიაბერაშვილი “ნაციონალების” დესტაბილიზაციის გეგმას ასაჯაროვებს – თბილისში ლოკალიზებისთვის 3 წერტილია შერჩეული

არჩევნებს, რომ წააგებს „ნაციონალური მოძრაობა,“ არ უნდა დანებდეს პარტია, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვეუბნებოდნენ, – აღნიშნულის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ ცენტრალური ორგანიზაციის წევრმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას აპირებს.

„თავისუფალი ზონის“ კონკრეტული ჯგუფის დავალება, როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, თბილისისთვის დარტყმის მიყენება უნდა ყოფილიყო. “ეს ორგანიზაცია იცლება იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა მოქმედების ძალადობრივ გზებზე. ეს იქნებოდა უმძიმესი დარტყმა თბილისისთვის. ეს დავალება დაიწყო აგვისტოს პირველ რიცხვებში. ძალიან ბევრმა ადამიანმა ხმაურის გარეშე დატოვა „თავისუფალი ზონა“. უკრაინულ სცენარზე კონკრეტულად კობა ხაბაზი გვესაუბრებოდა. მე ამას ვისმენდი ყოველ თათბირზე, რომელსაც ასევე უერთდებოდა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, – განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, „თავისუფალი ზონის“ იმ ჯგუფის დავალება, რომელშიც თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა, შედიოდა დედაქალაქის ლოკალიზების გეგმა, რომელიც ავტომობილების დაწვას შეადგენდა. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია დაგეგმილია 8 ოქტომბრის ღამეს. ლოკაციის ადგილებად კი ის დედაქალაქში 3 წერტილს ასახელებს. “ეს იქნება ეგზიტპოლების გამოცხადებამდე, ან გამოცხადების შემდეგ . დედაქალაქში მათი გეგმით 3 ადგილას უნდა მოეწყოს დესტაბილიზაცია, ესაა თავისუფლების მოედანი, სახელმწიფო კანცელარია და ის ადგილი, სადაც 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა.

ეს ის ადგილებია, რომელზეც ქვეყნის ყველა დროის ტრაგედიაა ასახული. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყოველივე ამის შემდეგ ანალიზი, თუ როგორ თბილისში და საქართველოში უნდა ცხოვრება. ეს ყველაფერი იქნება მართული „საქართველოს ერთგულების სახელით“ ამ ორგანიზაციის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც აკაკი მინაშვილია”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით „სარეპეტიციოდ“ მათ რამდენიმე აქცია უკვე ჩაატარეს. “ჩვენ რეპეტიციები გავიარეთ, კარგად ვფლობთ გადაკეტვის მეთოდებს. ჩვენ გადავკეტეთ გორის ავტობანი და რამდენიმე წერტილები. გამოიკვეთა, რომ შესანიშნავად იმართება 50-100 ავტომობილი და ამ ავტომობილებით კოლონის ქცევა, რომელიც შემდეგ თავისუფლების მოედნის პიკეტირება მოახდენს“, – განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც “თავისუფალი ზონის” დატოვების შესახება განცხადება გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები