მანანა კობახიძე: დღეს, დიდი მამულიშვილის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა, ”ბიძინობაა”!“

“დღეს, დიდი მამულიშვილის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე, ”ბიძინობაა”!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე წერს.
ამასთან, კობახიძე 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.
„1ოქტომბერი…როგორც მახსოვს, სამშობლოს შეწირული, დიდი მამულიშვილის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა, ”ბიძინობაა”! 2012 წლის 1 ოქტომბერი -ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, ძალადობაზე, ბოროტებაზე, ადამიანთმოძულე რეჟიმზე გამარჯვების დღე! გილოცავთ ყველას, ვინც იბრძოლეთ ამისთვის! ჩვენ, ერთად, კიდევ გავიმარჯვებთ, ხალხი გონიერია!„ – წერს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები