„სამსუნგმა“ სამხრეთ კორეაში Galaxy Note 7-ის გაყიდვა განაახლა

კომპანია „სამსუნგმა“ სამხრეთ კორეაში Galaxy Note 7-ის გაყიდვა განაახლა. ერთი თვის განმავლობაში ახალი სმარტფონების გაყიდვა მათი აალების ფაქტების გამო შეჩერებული იყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, რამდენიმე ტელეფონი აკუმულატორების გაუმართაობის გამო აფეთქდა, ხოლო რამდენიმეს ცეცხლი გაუჩნდა.
„სამსუნგმა“ Galaxy Note 7-ის გაყიდვები 2 სექტემბერს შეაჩერა. ასევე მან 2 მილიონ 500 ათასი ადრე გაყიდული სმარტფონი უკან გაიწვია. საერთო ჯამში პრობლემები 30 სმარტფონს დაუდგინდა.
ამის შემდეგ აშშ-ის და ევროპის ავიაკომპანიებმა ფრენის დროს  Galaxy Note 7-ის გამოყენება აკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები