არჩილ გამზარდია: გთხოვთ, განკვეთეთ ეკლესიიდან ეს შემარცხვენელი მღვდლები

გთხოვთ, განკვეთეთ ეკლესიიდან ეს შემარცხვენელი მღვდლები,- ამ სიტყვებით ეხმაურება მედიაექსპერტი არჩილ გამზარდია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას, რომლებმაც საქართველოში რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტეს.
„რთული მისახვედრია, რომ ე.წ. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მამაოები განსაკვეთია ეკლესიიდან? გთხოვთ, განკვეთეთ ეკლესიიდან ეს შემარცხვენელი მღვდლები, დაარეგისტრირონ თავიანთი რელიგიური კლუბი, გამოხატონ თავიანთი თავისუფლება და როცა კანონს არ დაარღვევენ, ჩვენ მათი გამოხატვის თავისუფლებასაც კი დავიცავთ. მხოლოდ ნუ გამოდიან მართლმადიდებლობისა და ეკლესიის სახელით“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
საქართველოში, რომის პაპის ვიზიტი დღეს დაიწყო. საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დახვდა.
საქართველოში რომის პაპის ვიზიტი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და აეროპორტის გზატკეცილზე ტრანსფარანტებით დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები