ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის „საზღვრის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა
შეთანხმება ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის „საზღვრის შესახებ“ ძალაში შევიდა. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. შეთანხმების რატიფიცირების რწმუნებათა სიგელები ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ მურატ ჯიოევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაცვალეს.
„ხელშეკრულების მიზანია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. ხელშეკრულებას თან ახლავს რუკა, რომელიც მისი შემადგენელი ნაწილია“ – განაცხადა შეხვედრაზე მურატ ჯიოევმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის „საზღვრის შესახებ“ შეთანხმება 2016 წლის 18 თებერვალს იყო ხელმოწერილი.