ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

წუხანდელი უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან მიწის მასა ჩამოიშალა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოსიარულეებს არ შექმნიათ.
ადგილზე ვითარება გამგეობის სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს, რის შემდეგაც სამუშაოები მიმდინარეობს. დილიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად, სოფელ სარფში, კალენდერეს დასახლების, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები არსებულ ვითარებას სწავლობენ. ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები