ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ნაურუმ მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, მესლან ბარციცმა და ნაურუს პარლემენტის სპიკერმა, სირილ ბერამანმა  მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
„აფხაზეთმა და ნაურუმ ერთად უნდა იმუშაონ. ჩვენ აფხაზეთთან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამაყი ვარ, რომ ამ დღეებში აფხაზი ხალხის გვერდით ვიმყოფები. ჩვენ ბევრი მიმართულებით განვავითარებთ თანამშრომლობას“ , – განაცხადა ბერამანმა.
ბესლან ბარციცი ოკუპირებულ აფხაზეთს და ნაურუს შორის „დიპლომატიურ ურთიერთობებს“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ნაურუმ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2009 წელს აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები