სოციალურად დაუცველი ბავშვები საკვებ მიკროელემენტებს „მედფარმა პლიუსის“ აფთიაქებში უფასოდ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემა დაიწყო. ოჯახები , რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-სქვემოთაა და ჰყავთ 6 -დან 23 თვემდე ბავშვები, საკვებდანამატებს „მედფარმა პლიუსის“ აფთიაქებში უფასოდ მიიღებენ, რომელიც თბილისში, დიმიტრი უზნაძის 76/1-ში მდებარეობს. 14488959_1179516475425563_1612883016_o
თითოეული ბავშვი მოხმარებისათვის ერთჯერადად 6 კოლოფს ანუ 180 პაკეტს მიიღებს. ოჯახებს აფთიაქშივე გადაეცემათ მიკროელემენტების გამოყენების ინსტრუქცია,სადაც დეტალურადაა გაწერილი მისი მიღების წესი.
ბენეფიციარმა აფთიაქში უნდა წარადგინოს ბავშვის დაბადების და ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი.
ადგილზევე მოხდება მათი გადამოწმება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და გადაეცემათ საჭირო რაოდენობის დანამატი. საკვები დანამატების მისაღებად არ არის საჭირო ექიმის დანიშნულება.
მიკროელემენტებით გაჯერებული საკვების მიღებამ ნიშვნელოვანი პრევენციაა ბავშვებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ნივთიერებათა დეფიციტი და მისგან გამოწვეული ავადობა. პირველ ბენეფიციარს მიკროელემენტები შრომის, ჯანმრეთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გადასცა და მისი გამოყენების წესიც გააცნო.
მიკროელემენტების კომპლექსი ფრანგულ ფირმა“ DSM Nutritional Products Europe Ltd “-ს მიერაა წარმოებული და მასში 15 მიკროელემენტი შედის, მათ შორის: რკინა ,A ვიტამინი,თუთია ,Cვიტამინი, ფოლიუმის მჟავა , ვიტამინი D3, ვიტამინი B1 , ვიტამინი B2, ვიტამინი B12 , სპილენძი, იოდინი, სელენი და სხვა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები