ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ხუთშაბათს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ხუთშაბათს მთელი დღით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის მიზეზი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოებია. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
დენის გათიშვის გამო ცხინვალში ხუთშაბათს არ იმუშავებს სკოლები და საბავშვო ბაღები.
კომპანია „ენერგორესურსის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება საღამოს 6 საათზე აღდგება.