ზვიად კვაჭანტირაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

„ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ისტერიულს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. კვაჭანტირაძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, არჩევნების შემდეგ მნიშვნელობას დაკარგავს. პარლამენტის წევრი სააკაშვილის რეპლიკებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
“დღეს სრულიად ცხადია, რომ ნაცების ჩამოშლილ პარტიას აღარ აქვს არც არჩევნებში წარმატების და არც ბნელი გეგმების აღსრულების რესურსი.
მათი პარტიული აქტივი დემორალიზებული და მოშლილია, ხოლო მათი “სახეები” სრულ ისტერიკაში არიან და ყოველდღიურად წარმოუდგენელ სიბრიყვეებს ბოდავენ. საქართველოს ხელისუფლება მთლიანად ფლობს სიტუაციას და არავითარი არეულობა დაშვებული არ იქნება. სააკაშვილის და მათი სხვა თანამზრახველების დრო დამთავრებულია. ამას წერტილი საბოლოოდ დაესმება რამდენიმე დღეში. 8 ოქტომბრიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.
ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ავანტიურისტებისა და მოძალადეების ბოგინს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არც ერთი ხმა ნაცებს და მათ მონა-მორჩილებს!-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები