ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ დააჯილდოვა

ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი მიღწევებისა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ დააჯილდოვა. ინფორმაციას მხატვრის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.14468409_514684832069181_773175007876900680_o
ცნობისთვის: 2009 წელს თბილისში მოეწყო ლევან სონღულაშვილის შემოქმედების მასშტაბური პერსონალური გამოფენა. ამავე წელს წარმატებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო აკადემიაში.
2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, 22 წლის ლევან სონღულაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო სწავლა. პრესტიჟულ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ისტორიაში პირველი ქართველი სამაგისტრო კურსის სტუდენტი გახდა.
2015 წელს ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისა და „სოთბის“ სააუქციონო სახლის ერთობლივად ორგანიზებულ გამოფენა-აუქციონზე – “Take Home a nude 2015” ლევან სონღულაშვილის ნახატი “მედუზა” ნიუ-იორკის “სოთბის” სააუქციონო სახლში, თანამედროვეობის ლეგენდარული არტისტების ნახატებთან ერთად, გამოიფინა და გაიყიდა.
“მედუზა” მხატვარმა ნახატი 22 წლის ასაკში, თბილისში შექმნა და ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრები ამერიკელი არტკოლექციონერის პირად კოლექციაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები