სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დაიკარგა

სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი, 59 წლის ხირბეი ჯენია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ჯენიას ნათესავებმა უკვე მიმართეს რუსეთის ადლერის რაიონის სამართადლამცველ ორგანოებს. ამის თაობაზე გამოცემა yugopolis.ru იუწყება. ხირბეი ჯენიას ნათესავები აცხადებენ, რომ ის რუსეთში რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და მას შემდეგ კავშირზე არ გამოსულა. აფხაზეთის მკვიდრის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები