აშშ ერაყში დამატებით შეიარაღებულ ძალებს აგზავნის

აშშ ერაყში დამატებით შეიარაღებულ ძალებს გააგზავნის. ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ამ ძალებმა ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში სამხედრო მრჩევლებს და ინსტრუქტორებს გამოაგზავნის“ – განაცხადა ალ-აბადიმ. აბადი ობამას და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს გასულ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის დროს შეხვდა.
ერაყში ამჟამად 4 ათასი ამერიკელი  სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.  ეს ძირითადად სამხედრო ინსტრუქტორები არიან, რომლებიც ერაყის შეიარაღებული ძალების სამხედროებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები