გამოძიება – მალაიზიურ „ბოინგს“ რაკეტა ესროლეს ტერიტორიიდან, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური „ბოინგის“ განადგურების გარემოებებს სწავლობს, დაადგინა, რომ ლაინერი „ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც დასახლება პერვომაისკოეს და სნეჟნოეს მიდამოებიდან არის გაშვებული“. ამ ტერიტორიას 2014 წელსაც და დღესაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მტკიცებულებების სახით საგამოძიებო ჯგუფმა ფოტოები, ვიდეო – და აუდიოჩანაწერები, ასევე რაციით მოლაპარაკების ჩანაწერები გამოაქვეყნა. .
გამოძიების ინფორმაციით, „ბუკის“ ტიპის საზენიტო დანადგარი, რომელმაც ავიალაინერი გაანადგურა, უკრაინაში რუსეთიდან ჩავიდა.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჰოლანდიის, ავსტრალიის, მალაიზიის, ბელგიის და უკრაინის წარმომადგენლები შედიან. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე მოქმედებს.
„მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ-777“ რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოაგდეს. ლაინერის ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები