ალეპოში პურის საცხობი დაიბომბა – დაიღუპა ექვსი ადამიანი

სირიის ქალაქ ალეპოში პურის საცხობი დაიბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ალეპოს მოსახლეობის ინფორმაციით, პურის საცხობი ალეპოს მაადის რაიონში დაიბომბა, სადაც მოსახლეობა პურის რიგში იდგა.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა დაბომბვა – სირიის სამთავრობო ძალებმა, თუ რუსულმა ავიაციამ.
19 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც სირიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულების შესახებ განაცხადა, ალეპოზე ყოველდღიურად  მასიური ავიაიერიშები ხორციელდება.
ქალაქში ათობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები