აშშ-ის ავიაციამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა – დაიღუპა 21 ადამიანი

შეერთებული შტატების ავიაციამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. სააგენტო „როიტერის“ინფორმაციით, დაიღუპა 21 ადამიანი, რომელთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც შეიძლება იყოს.
ავიაიერიში ნანგარჰარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი მშვიდობიანი მოქალაქეა. 11 ადამიანი დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, ავიადარტყმა სახლზე განხორციელდა, რომელშიც „ბოევიკები“ იმყოფებოდნენ. ავღანელი სამართალდამცველები მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები