ბერლინში პოლიციამ მიგრანტი მოკლა

ბერლინის პოლიციამ მიგრანტი მოკლა, რომელიც მეზობელს დანით თავს დაესხა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გერმანული მედიის ცნობით, კონფლიქტი მიგრანტებს შორის მაშ შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის ლტოლვილმა მეზობლის 8 წლის გოგო გააუპატიურა.
პოლიციელებმა მოძალადის დასაკავებლად მიგრანტების საერთო საცხოვრებელში მივიდნენ, როდესაც მათ მამაკაცს ხელბორკილები დაადეს და ის მანქანასთან მიჰყავდათ, გოგოს მამა მოძალადეს დანით თავს დაესხა. ამ დროს პოლიციამ იარაღი გამოიყენა და თავდამსხმელი მოკლა.
ბავშვზე მოძალადე დაკავებულია და მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები