ენგურის ხიდზე ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ენგურის ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა „მესაზღვრეებმა“ საქართველოს ორი მოქალაქე – ნიკა და ბადრი ყულავები დააკავეს.
ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ დაკავებულს, პირადი ნივთების შემოწმების დროს, მცენარეული წარმოშობის მწვანე ფხვნილი აღმოაჩნდა. წინასწარი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. საზღვარზე 60 გრამი მარიხუანის გადატანას ცდილობდა. ამოღებული ნივთიერება ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველოს გადაეცა. დაკავებულთა მიმართ „შესაბამისი ღონისძიებები“ გატარდება.