მექსიკაში სამ მშობელს ერთი შვილი ეყოლა

მექსიკაში ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვი დაიბადა, რომელსაც სამი მშობლის გენეტიკური მასალა აქვს. ამის შესახებ გამოცემა “New Scientist”-ი იუწყება.
ბავშვი იორდანიელ წყვილს ეყოლა, რომელსაც გენეტიკური დაავადების გამო, ბავშვის გაჩენა არ შეეძლო. წყვილმა აშშ-ის მეცნიერებს მიმართა. მედიკოსებმა ერთ-ერთი ქალი-დონორის გენეტიკური მასალა გამოიყენეს. ასეთი ცდების ჩატარება აშშ-ში აკრძალულია, ამიტომ სპეციალისტები მექსიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის სახელია იბრაჰიმ ჰასანი, ის სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. სპეციალისტები ამ ფაქტს „რევოლუციურს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები