ანდრეი მამიკინსი – ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის „სისხლი“, დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია

ჩემი აზრით, ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის „სისხლი“, მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი ანდრეა მამიკინსი გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს.
მეორეს მხრივ, მისივე თქმით, დესტაბილიზაციის ნიშნებს ის ვერ ხედავს და საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ეს ყველაზე მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდია.
”მსურს გაგიზიაროთ პირადი მოსაზრება. ჩემი აზრით, ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის „სისხლი“, მიუღებელია. არ ვსაუბრობ რევოლუციაზე, რაც მეტ-ნაკლებად პოლიტიკურია, მაგრამ „სისხლის“ გამოყენება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით განათლებულია, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები ვფიქრობთ. თითოეულ გზავნილს თითოეული ამომრჩეველი ისმენს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს დესტაბილიზაციის შესაქმენლად. საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ეს ყველაზე მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები