ცხინვალში ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი განიხილეს

ცხინვალში ჟენევის დისკუსიების 37-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს, ის 4-5 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ეს საკითხი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ჯიოევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ალექსეი დვინიანინმა და მარატ კულახმეტოვმა განიხილეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჟენევის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების საკითხებს დაეთმობა. ცხინვალის წარმომადგენლები კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები