შიმონ პერესმა საკუთარი ორგანოების გადანერგვის ანდერძი დატოვა

ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვით, მისი გარდაცვალების შემდეგ, ავადმყოფი ადამიანებისთვის თავისი ორგანოების გამოყენების უფლებას იძლევა. ამის შესახებ გამოცემა „ისრაელის მაცნე“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კერძოდ, ტრანსპლანტაციისთვის გამოყენებული იქნება მისი თვალის გუგები. პერესი აქტიურად მონაწილეობდა დონორობის ნაციონალურ პროგრამაში და შესაბამის ბარათს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით ექიმებს თავისი ორგანოების გამოყენების უფლება მისცა. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ექსპრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები