პერუში მოხუცი ქალი ჯადოქრობისთვის კოცონზე დაწვეს

პერუში ჯადოქრობისთვის მოხუცი ქალი კოცონზე დაწვეს. ამის შესახებ ადგილობრივი პროკურატურა იუწყება. მკვლელობა ინდიელების ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ქალი მაღალმთიან სოფელში მოკლეს, სადაც არც ტელეფონი და არც კავშირგაბმულობის რაიმე სხვა საშუალება არ არის. ამის გამო პოლიცია მკვლელობის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალი ადგილობრივმა მოსახლეობამ გათვალვაში დაადანაშაულა, როს გამოც რამდენიმე ადამიანი დაავადდა.
სიკვდილით დასჯის წინ სოფელში იმპროვიზირებული სასამართლო გაიმართა, რომელშიც სოფლის 40-მდე მკვიდრი მონაწილეობდა. მათ შესაბამისი ჩანაწერი ადგილობრივ ჟურნალშიც გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები