მერაბ მეტრეველი: კაცო, მე პარტია „გირჩთან“ და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე

კაცო, მე პარტია „გირჩთან“ და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე და ეგენიც არ დაიშალნენ, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარტია „გირჩის“ წევრების მიერ გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვებას.
„მე პარტია სწორედ „გირჩთან“ და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა. მას შემდეგ იქ რა ხდება არ ვიცი, ამიტომ მიჭირს შეფასება. თუმცა, მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამის და მიმაჩნდა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ვთქვი კიდეც პარტიაში, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ მაშინ მე არ მომისმინეს“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები