ავღანეთში „თალიბანის“ ტყვეობიდან 100-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც თალიბების ტყვეობიდან 101 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
„სპეცრაზმმა დასახლება მარჯას სიახლოვეს „თალიბანის“ ციხე შტურმით აიღო. ოპერაციის შედეგად 101 პირი, მათ შორის ქვეყნის უშიშროების ძალების თანამშრომლები, გაათავისუფლეს“, – აცხადებენ ავღანეთის მთავრობაში. თალიბები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ