ევროკავშირი მოლდავეთს 15 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდავეთს 15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს. შესაბამის შეთანხმებას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა, იოჰანეს ჰანმა და მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია მოლდავეთის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ინსტიტუციონალური პოტენციალის გაძლიერება, რათა მოხდეს მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, ევროპული სტანდარტების მიხედვით. სახელმწიფო მმართველობის პოტენციალის ამაღლება ევროკავშირს და მოლდავეთს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები