რუსული ბომბდამშენები ისლანდიურ ავიალაინერს სახიფათო მანძილით მიუახლოვდნენ – მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ნორვეგიის ზღვის თავზე ისლანდიურ ავიალაინერთან სახიფათო დისტანციაზე მიახლოების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
კონაშენკოვის განცხადებით, „ტუ-160“-ის ტიპის ბომბდამშენები ბარენცის და ნორვეგიის ზღვის თავზე „სამოქალაქო ავიალაინერებისგან მნიშვნელოვან დისტანციაზე და საჰაერო ტრასების გადაკვეთის გარეშე მიფრინავდნენ“.
რუსული ბომბდამშენების რეიკიავიკიდან სტოკჰოლმში მიმავალ ავიალაინერთან სახიფათო მანძილზე მიახლოების შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა. ისლანდიელი პილოტების ინფორმაციით, რუსულ ბომბდამშენებზე რადარები იყო გამორთული და მათი მიახლოების შესახებ ავიალაინერი ინფორმაციას ვერ მიიღებდა, რაც შეჯახების საფრთხეს ქმნიდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავებზე ყველა აუცილებელი მოწყობილობა, მათ შორის ტრანსპონდერები იყო ჩართული, რაც მათი იდენტიფიცირებისა და მოძრაობის მიმართულების დაფიქსირების მხრივ არანაირ პრობლემას არ ქმნიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები