ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კორუფციაშია ეჭვმიტანილი

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სემ ელარდაისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ელარდაისი იმაშია ეჭვმიტანილი, რომ საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ერთ-ერთ არარსებულ  აზიურ კომპანიასთან 400 ათასი ფუნტის ღირებულების გარიგება გააფორმა, რათა მას რჩევა მისცეს, თუ როგორ უნდა აუარო ფეხბურთის ასოციაციის წესებს მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვის დროს.
მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ ბრალდებები გაზეთ „ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელდა. გამოცემის საიტზე ვიდეოჩანაწერიც გამოქვეყნდა, რომელიც, ჟურნალისტების თქმით, აგვისტოში გაკეთდა.
ვიდეოზე სემ ელარდაისი აზიელ ბიზნესმენებთან ერთად არის გადაღებული. ელარდაისი უხსნის ვიდეოზე დაფიქსირებულ პირებს, თუ როგორ შეიძლება  აუარო ფეხბურთის ასოციაციის წესებს მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები