თურქეთის დაზვერვის უწყებამ 87 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

თურქეთის დაზვერვის ნაციონალურმა სამსახურმა 87 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ისინი ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც სააგენტოს თურქეთის დაზვერვის ანონიმურმა წყარომ აცნობა, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის სისხლის სამართლის საქმე საერთო ჯამში დაზვერვის 141 თანამშრომლის წინააღმდეგ აღიძრა. მათგან 100 დაპატიმრებულია.
თურქეთის მთავრობა ისლამის მქადაგებელს ფეთჰულაჰ გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები