ნინო ჯანგირაშვილი: მაინც ვიტყვი იმას, რაც ზუსტად ვიცი…

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი გამოუვა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს, ამის შანსი არ ჰქონდეთ.
“არ ვიცი, რა არის ავთენტური, რა არის დამონტაჟებული, მაგრამ მაინც ვიტყვი იმას, რაც ზუსტად ვიცი: თუ ვინმე რევოლუციით, კადაფებით და ტრ@@ში ჯოხებით რამეზე ოცნებობს, არის ქვის ხანაში ჩარჩენილი ბონძღი და არასდროს, არანაირი შანსი არ ექნება ამ ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის”, – წერს ჯანგირაშვილი.
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების აუდიოჩანაწერი დღეს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები