მალიში არქიტექტურული ძეგლების დანგრევისთვის ისლამისტს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ისლამისტური დაჯგუფება „ანსარ დაინის“ აქტივისტს აჰმად მაჰდის ჰააგის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ისტორიულ ქალაქ ტიმბუქტუში არქიტექტურული ძეგლების განადგურებაში დამნაშავედ ცნეს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კულტურული ძეგლების განადგურების საქმეს პირველად განიხილავს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მაჰდი ისლამისტების რაზმს ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2012 წელს ტიმბუქტუში მეჩეთები დაანგრია. რადიკალური ისლამისტები მეჩეთებს კერპთაყვანისმცემლობის გამოვლენას უწოდებენ.
განსასჯელმა დანაშაული აღიარა, მანამდე მას 30-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
ჰააგის სასამართლოს მაჰდი რამდენიმე წლის წინ ნიგერის მთავრობამ გადასცა.

_90874723_ec6011d5-d821-4032-a46f-9d625bd8eea6

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები