დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შეიარაღებული ძალების შექმნის წინააღმდეგ გამოდის

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შეიარაღებული ძალების შექმნის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გამოვა, ვინაიდან ამან ნატოს როლი შეიძლება შეასუსტოს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა.
„ნატო ჩვენი და ევროპის თავდაცვის ძირითადი გარანტი უნდა იყოს“ – განაცხადა ფელონმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის წინ, რომელიც ბრატისლავაში გაიმართება.
„დიდი სამხედრო კოოპერაციის“ იდეის ინიციატორებად საფრანგეთი და გერმანია გამოდიან. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა უკვე განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს ამ საკითხში ვეტოს უფლება არ ექნება.
მაიკლ ფელონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლამდე ვეტოს უფლებას შეინარჩუნებს. ამასთანავე, მინისტრის თქმით,  ბრიტანეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ იდეას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები