ე.წ. სამხრეთ ოსეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირი დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული. ის შუა აზიიდან ჩასული პირების „დავერბოვკებას“ აპირებდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უმარჯონ უსმონოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან ჩავიდა. „ის კომპანია „მეგაფონს“ იყენებდა ინტერნეტ-საიტის “ZELLO”-ს მეშვეობით ისლამისტური იდეოლოგიის პროპაგანდისთვის. უსმონოვი თურქეთსა და სირიაში გამგზავრებას აპირებდა და იქ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას გეგმავდა“ – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.
უმარჯონ უსმონოვი უკვე რუსეთშია დეპორტირებული და ის შემდეგ ტაჯიკეთის ხელისუფლებას გადაეცემა.