ევროპარლამენტის კომიტეტმა უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტის 38-მა წევრმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხუთმა წევრმა მისცა ხმა.
კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას.
უკრაინა ევროპარლამენტის მიერ ვიზების გაუქმებას ოქტომბრის დასაწყისში ელოდება.
შეგახსენებთ, LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივა 5 სექტემბერს დაამტკიცა. ევროპარლამენტის პლენარული სხდომა 3-6 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი შეტანილი ჯერ არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები