აზერბაიჯანში, ნავთობის ჭაბურღილზე გაჩენილ ხანძარს 9 გემი აქრობს

აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე ერთ-ერთ ჭაბურღილზე გაჩენილ ხანძარს ცხრა გემი აქრობს. ცეცხლი „გიუნეშლი-19“-ის პლატფორმას გაუჩნდა, რომელიც კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის. ხანძრის მომენტში ნავთობის პლატფორმაზე 49 ადამიანი იმყოფებოდა. ბურღვითი სამუშაოების დროს მოულოდნელად ბუნებრივი აირის ამოფრქვევა მოხდა, რომელსაც შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, ამჟამად გაზის წნევა დაკლებულია და სავარაუდოდ ხანძრის ჩაქრობა მალე მოხდება, ოპერაციაში ნავთობის სახელმწიფო კომპანიის და აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები