სომხეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა სომხეთში, შირაქის ოლქში მომხდარ ავტოავარიას. პოლიციის ინფორმაციით, Opel Astra-ს მარკის ავტომობილი პემზაშენი -ლერნაკერტის გზაზე სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მანქანის მძღოლი – 18 წლის ოვანეს არუთიუნიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი მეორე პირი – კარენ მარტიროსიანი სერიოზულად დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები