ბრაზილიაში ფინანსთა ყოფილი მინისტრი დააკავეს

ბრაზილიის პოლიციამ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ანტონიო პალოცი დააკავა. ექსჩინოვნიკის დაკავება კორუფციის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გამოძიების ინფორმაციით, პალოცი 2006-2013 წლებში ბრაზილიის მუშათა პარტიას და ლათინური ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს საინჟინრო კომპანიას შორის შუამავლის როლს ასრულებდა. ამ დროს ბრაზილიის მთავრობასა და ამ კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტებში მრავალი დაღვევა ფიქსირდება.  სქემაში ბრაზილიის ნავთობის სახელმწიფო კომპანია “Petrobras”-იც ფიგურირებს. ბოლო რამდენიმე დღეში, კორუფციის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, ბრაზილიაში რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები