აშშ-ში „ისლამური სახელმწიფოს“ ჰაკერს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის ვირჯინიის შტატის სასამართლომ 20 წლის ჰაკერს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ამერიკელი სამხედროების და ოფიცრების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში დამნაშავედ ცნეს.
გამოძიების ინფორმაციით, კოსოვოს მოქალაქემ არდიტ ფერიზიმ ფსევდონიმით “Th3Dir3ctorY”, ამერიკული კომერციული კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეაღწია. ამ კომპანიას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან და მთავრობასთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ის ათიათასობით სახელმწიფო მოხელის და სამხედროს შესახებ ინფორმაციას ფლობს.
თავად ფერიზიმ განაცხადა, რომ ეს მონაცემები ისლამისტებს მისთვის გადასცა, რომ მათ „ამერიკას კარგად გლიჯონ“. ამასთანავე ჰაკერმა თავისი პირადი მონაცემები – IP-მისამართი არც კი დაუმალავს, ამიტომ პოლიციას მისი გამოთვლა არ გასჭირვებია.,
ჰაკერი მალაიზიაში დააკავეს და ის აშშ-ს სამართალდამცველ სტრუქტურებს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები